Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სტუდენტმა დანით 19 თანატოლი და დამცველი დაჭრა


სტუდენტი, რომელმაც პენსილვანიის კოლეჯის 19 სტუდენტი და უსაფრთხოების წარმომადგენელი დაჭრა, ინცინდენტიდან ნახევარ საათში დააპატიმრეს. შემთხვევა ქალაქ პიტსბურგში ფრანკლინის რეგიონულ კოლეჯში 9 აპრილს მოხდა. ყველა დაზარალებული 14-17 წლის ასაკისაა. ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში. 16 წლის ახალგაზრდამ, რომლის ვინაობასაც და მოქმედების მოტივსაც პოლიცია არ ამხელს, კოლეჯის დერეფანში და კიბეზე ორი დანით დაჭრა თანატოლები. ცივი იარაღით სისხლისღვრის მომწყობი მოწაფე კოლეჯის დირექტორმა და დაცვის თანამშრომელმა შეიპყრეს და გაუვნებელყვეს.
XS
SM
MD
LG