Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2012 წელს მკვლელობებს ემსხვერპლა 437 ათასი ადამიანი


გაეროს ანგარიშის თანახმად, 2012 წლის განმავლობაში მსოფლიოში მკვლელობების მსხვერპლთა რაოდენობა 437 ათასია. მსხვერპლის 80% და მკვლელების 95% კაცები არიან. მკვლელობების დაახლოებით 15% ოჯახური ძალადობის ფონზე მოხდა. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს დაახლოებით 44 ადამიანი მსოფლიოში ოჯახურ უთანხმოებას ემსხვერპლა. ამასთან, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაახლოებით 70% ქალია. ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით, ჰომიციდის მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკაზე, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაზე მოდის. ამ კონტინენტებზე მკვლელობები ოთხჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG