Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრაღაში გაიმართა გიორგი მარგველაშვილისა და ანდრეი დეშიცას შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრაღაში შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს. გიორგი მარგველაშვილი და ანდრეი დეშიცა ჩეხეთის დედაქალაქში ესწრებიან აღმოსავლეთის პარტნირობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში 25 მაისს დანიშული საპრეზიდენტო არჩევნები იყოს დემოკრატიული და ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მთელი მოსახლეობის ჩართვით. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ეფექტურად ჩატარებით. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინელ კოლეგებთან მუშაობა ყველა ფორმატით გაგრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
XS
SM
MD
LG