Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და უკრაინამ ბუნებრივი აირის საკითხში დროებით შეთანხმებას მიაღწიეს


ევროკავშირის ენერგეტიკის საკითხების კომისრის გიუნტერ ეიტინგერის თანახმად, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ გარანტიებზე, რაც ბუნებრივი აირის მიწოდებას მაისის ბოლომდე შეუფერხებლად უზრუნველყოფს უკრაინელი და ევროპელი მომხმარებლებისათვის. ამასთან 2 მაისის შეხვედრის შემდეგ, ეიტინგერმა აღნიშნა, რომ დაიგეგმა მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვა, რადგან ვარშავაში მხარეებმა ვერ შეძლეს გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა ყველა სადავო საკითხზე. მოლაპარაკების ერთ-ერთი პრინციპული საკითხი იყო ეგრეთწოდებული „რევერსული მომარაგების“ საკანონმდებლო ასპექტები, რაც სლოვაკეთის კომპანია „ევროსტრიმისა“ და „უკრაინგაზის“ მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. გარიგება ითვალისწინებს სლოვაკეთის მიერ რუსეთისაგან დაბალი ფასით შეძენილი ბუნებრივი აირის მიყიდვა უკრაინისათვის, რასაც რუსეთის თავის მხრივ ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG