Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრები მათი ლიდერის მხარდასაჭერად აქციებს აფართოებენ


ყირიმელი თათრების მეჯლისმა ყველა ყირიმელ თათარს მოუწოდა გამოვიდნენ ძირითად მაგისტრალებზე და გადაკეტონ ისინი მათი ლიდერის მუსტაფა ჯემილიოვისათვის ყირიმში შესვლის აკრძალვის გამო პროტესტის ნიშნად. ყირიმელი თათრები ყირიმის მთელი რეგიონიდან იკრიბებიან მუსტაფა ჯემილიოვის მხარდაჭერის ნიშნად. მათი რაოდენობა არმიანსკში დაახლოებით 5000 კაცს აღწევს. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ყირიმში სერგეი აბისოვმა დღეს განაცხადა, რომ ჯემილიოვს არ მიეცემა ყირიმში შესვლის უფლება. ჯემილიოვი ღიად აკრიტიკებს რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო და უკრაინის ერთიანობას თანამიმდევრულად უჭერს მხარს. ყირიმისა და ხერსონის ოლქის დამაკავშირებელ საზღვარზე სიტუაცია დაძაბულია, იქ მობილიზებულია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სპეცდანიშნულების ნაწილი.
XS
SM
MD
LG