Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი ფიქრობს ქვეყნის ეკონომიკის ახლებურად წახალისებაზე


ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა შეეგუოს ეკონომიკის შედარებით ნელ ზრდას. მისი განცხადება მოჰყვა გასული შაბათ-კვირის შეფასებებს, რომ ჩინეთის ვაჭრობა და წარმოება სუსტდება. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინმა, შესაძლოა, იზრუნოს ეკონომიკის ახლებურად წახალისებაზე. ბოლო კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 7,4%-მდე დაეცა. სხვა ლიდერები გამორიცხავენ ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებას იმ ფონზე, როცა პეკინმა ჯერ კიდევ მარტში გაზარდა რკინიგზასა და სხვა სახელმწიფო პროექტებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. ამით ჩინეთის მთავრობას უმუშევრობის ზრდის პრევენცია სურდა. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტს განუცხადებია, რომ მთავრობა კონცენტრირეტული იქნება გრძელვადიან რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიკის სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG