Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა გახსნის "11 სექტემბრის მემორიალურ ეროვნულ მუზეუმს"


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 15 მაისს ნიუ იორკში გახსნის „11 სექტემბრის მემორიალურ ეროვნულ მუზეუმს“. ახალი მუზეუმი ყოფილი სავაჭრო ცენტრის ადგილას, მიწისქვეშ იქნება განთავსებული. ცერემონიას დაესწრებიან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაღუპული 3000-მდე ადამიანის ახლობლები. მუზეუმი მნახველს მოუთხრობს ტრაგიკული დღის ამბავს, რისთვისაც გამოყენებულია დაღუპულთა ბოლო სატელეფონო ზარების ჩანაწერები, სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გადმოხტომის ამსახველი ფოტოები და არტე-ფაქტები, რომელთა შორის არის იმ მგზავრის მაჯის საათი, რომელმაც ერთ-ერთი თვითმფრინავის გამტაცებლებს წინააღმდეგობა გაუწია. „11 სექტემბრის მემორიალური ეროვნული მუზეუმი“ ფართო საზოგადოებისთვის 21 მაისს გაიხსნება.
XS
SM
MD
LG