Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გაუარესებაზე საუბრობს


გაეროს დამკვირვებლები უკრაინაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ „საგანგაშო ვითარებაა“ როგორ ქვეყნის აღმოსავლეთში, ისე რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმში. 16 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი ნავი პილაი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ძალადობაში პასუხს აგებენ ისინი, ვისაც გავლენა აქვთ შეიარღებულ დაჯგუფებებზე“. მისივე შეფასებით სერიოზულად პრობლემებია ყირიმში, სადაც თათრების მოსახლეობა დევნასა და შევიწროვებას განიცდის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიშს „არაობიექტური“ და ორმაგი სტანდარტებით“ შედგენილი უწოდა.
XS
SM
MD
LG