Accessibility links

თურქეთში სამ პირს მიესაჯა პატიმრობა საბადოში ავარიის გამო


თურქეთის სასამართლომ ქვანახშირის საბადოში მომხდარი ავარიის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა სამ პირს. მათ ბრალად ედებათ ადამიანების სიკვდილის გამოწვევა და სამსახურებრივი გულგრილობა. პატიმრობამისჯილების ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა, ითქვა, რომ მათგან ერთ-ერთი მენეჯერია, ორი კი - ინჟინერი. ისინი 18 მაისს დანარჩენ 22 პირთან ერთად დააკავეს, სომის საბადოში ავარიიდან 5 დღეში. მომხდარს 301 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG