Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი პრეზიდენტის თანაშემწე აშშ-ის ელჩს აკრიტიკებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამიზ მეხდიევმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში, მის მიერ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გამოთქმული შეფასებების გამო. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენელთა დევნა, - უთხრა ცოტა ხნის წინ ელჩმა რიჩარდ მორნინგსტარმა რადიო თავისუფლებას. აშშ-ის ელჩის განცხადებას „აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევა უწოდა“ რამიზ მეხდიევმა, რომელმაც დასძინა, რომ ასეთი შეფასებები, ეწინააღმდეგება „ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პასუხად, ელჩმა მორნინგსტარმა სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა კომენტარი, რომელშიც აღნიშნა, რომ 16 მაისს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუ თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ მან გზა გაუხსნა „ღია დიალოგს“ საზოგადოებასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის.
XS
SM
MD
LG