Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართა გერმანიის, საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის მთავრობათა ლიდერების პრესკონფერენცია


ბერლინში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არსენი იაცენიუკმა და იურიე ლეანკამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: "საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო - მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო - ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის განმტკიცებას. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია რომ ეფექტიანად განახორციელოს ასოცირების შეთანხმება, რათა სრულად მივიღოთ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი. აქვე მინდა აღვნიშნო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პერსპექტივა, აღმოსავლეთის პარტნიორობის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დამოკიდებული არის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე". ოთხი ქვეყნის მთავრობათა ლიდერების პრესკონფერენციას წინ უძღოდა მათი შეხვედრა, სადაც უნდა ემსჯელათ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და 25 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG