Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ


სააგენტოების ცნობით, ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული თითქმის ყველა ხმა დათვლილია. აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. გადამდგარი ფელდ-მარშლის საარჩევნო შტაბის მიერ 29 მაისს, დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სისიმ 23 მილიონზე მეტი ხმა მოიპოვა. მისმა ერთ-ერთმა მეტოქემ - მემარცხენე ფრთის წარმომადგენელმა ჰამდინ საბაჰიმ კი 735 ათასი ხმა მიიღო. ბათილად ჩაითვალა მილიონზე მეტი ხმა.
XS
SM
MD
LG