Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ ჰეიგელი: ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს და საფრთხეს უქმის საერთაშორისო წესრიგს. 31 მაისს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, სინგაპურში, ჰეიგელმა თქვა, რომ "აშშ გვერდზე არ გაიხედება", როცა ჩინეთი მიმართავს დაშინებას და ერთმხრივ მოქმედებას, რაც ნავიგაციას ართულებს და საერთაშორისო ნორმებს უგულებელყოფს: „ჩინეთის სამხრეთი ჩინეთის ზღვას მშვიდობის, მეგობრობის და თანამშრომლობის ზღვა უწოდა და ის ასეთიც უნდა იყოს. მაგრამ ბოლო თვეებში, ჩინეთმა მიმართა დესტაბილიზაციის, ერთმხრივ მოქმედებას, რათა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავისი პრეტენზიები დაიცვას“, თქვა
ჰეიგელმა, რომელმაც ჩინეთს კიბერჯაშუშობაშიც დასდო ბრალი. ჰეიგელის გამოსვლა სინგაპურში მოჰყვა ორი კვირის წინ ჩინეთის ხუთი სამხედრო ოფიცრის დადანაშაულებას აშშ-ის მიერ, რომ მათ ამერიკის კომპანიების კომპიუტერებში შეაღწიეს და საიდუმლო მასალა მოიპარეს.
XS
SM
MD
LG