Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 60 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ტერაქტების შედეგად


ერაყის ხელისუფლების ცნობით 60 კაცზე მეტი დაიღუპა 7 ივნისს შიიტებით დასახლებულ ბაღდადის კვარტლებში მომხდარი ტერაქეტების სერიის შედეგად. იმავდროულად რამდენიმე შეიარღებული პირი, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს ქალაქ რამადიში მდებარე უმაღლესის სასწავლებლის საერთო საცხოვრებელზე, კვლავ შენობაში რჩება. ექსტრემისტებმა სტუდენტებსა და მასწავლებლებს შენობის დატოვების უფლება მისცეს. სპეცდანიშნულების ნაწილებს შენობა ალყაში აქვთ მოქცეული. იუწყებიან, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლებს. ალ ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფება ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ერაყის ანბარის პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ქალაქებს ფალუჯასა და რამადის აკონტროლებენ. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მონაცემებით, თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელ სახლებს. ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა იქ უკვე 480 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG