Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის გზებზე მსჯელობენ


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში სამშვიდობო გეგმის განხორციელების სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. პოოროშენკოს განცხადებით, აუცილებელია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ფუნქციის აღდგენა. უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ შესრულებული საქმის ანალიზისა და მოქმედებების კოორდინაციისთვის მართებული იქნებოდა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომების ყოველდღიურად ჩატარება. საკონტაქტო ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი გერმანიაში - პაველ კლიმკინი, ეუთოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და რუსეთის ელჩი მიხაილ ზურაბოვი.
XS
SM
MD
LG