Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ერაყის პრემიერ-მინისტრს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის. თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრეზიდენტმა განიხილეს ერაყში შექმნილი ვითარება. ჯოზეფ ბაიდენმა ნური ალ-მალიკის განუცხადა, რომ აშშ მზად არის დააჩქაროს ერაყისთვის დახმარების გაწევა სტრატეგიული ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში. ბაიდენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ერაყისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე პოლიტიკური თანხმობის მიღწევა და ერთიანობა იმისათვის, რომ დაამარცხოს საერთო მტერი. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ აშშ დამატებით 12 მილიონ 800 ათას დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის ერაყში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
XS
SM
MD
LG