პოლონეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა კოალიციურ მთავრობას მაღალჩინოსნების ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ. მანამდე პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარლამენტს განუცხადა, რომ უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ის ვერ შეძლებდა ეფექტიანად წარმოედგინა პოლონეთი ევროკავშირში. საიდუმლო ჩანაწერები პოლონურმა ჟურნალმა გაავრცელა. ერთ-ერთ ჩანაწერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონეთისა და აშშ-ის ალიანსს უფასურს უწოდებს. სხვა ჩანაწერში კი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარეკ ბელკა და შინაგან საქმეთა მინისტრი ბართლომე სენკევიჩი განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ბანკს დახმარება აღმოუჩინოს მმართველ პარტიას 2015 წლის არჩევნებში. პოლონელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათი სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
ყველაზე პოპულარული
1