Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა ძლიერი წვიმის გამო


ძლიერი წვიმის შედეგად გარე სამყაროს მოსწყდა პანკისის ხეობის სოფლები დუისი, ჯოყოლო, ომალო და დუმასთური. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ადიდებულმა მდინარემ მათახევის ხიდი წაიღო. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მაშველები რამდენიმე საათია ცდილობენ მდინარე ალაზნის ორ კალაპოტს შორის მოქცეული ადგილობრივი მკვიდრის გადარჩენას. გასულ ღამით ძლიერმა წვიმამ დააზარალა დუშეთის რაიონიც.

XS
SM
MD
LG