Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ მოაწყო საჰაერო თავდასხმა ერაყთან მოსაზღვრე რეგიონში


სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიისა და ერაყის სასაზღვრო რეგიონი, რის შედეგადაც, ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, სამი ერაყელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამ ტერიტორიაზე ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტები ცდილობენ საკუთარი პოზიციების გამყარებას. ასევე 3 ივლისს გავრცელებული ცნობებით, ერაყის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ცნობას, რომლის თანახმადაც მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს საუდის არაბეთთან საზღვრიდან. ერაყის წარმომადგენლების ეს რეაქცია მოჰყვა დუბაიში დაფუძნებულ ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ რეპორტაჟს, რომ საუდის არაბეთმა 30 000 ჯარისკაცი განათავსა ერაყთან 800-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ მას შემდეგ, რაც ერაყელმა მესაზღვრეებმა პოსტები დატოვეს. „ალა-არაბიამ“ აჩვენა ვიდეომასალა, როგორ ამბობენ ერაყელი ჯარისკაცები, რომ მიიღეს დავალება, უკან დაიხიონ სუდის არაბეთთან და სირიასთან საზღვრებიდან, რეგიონში სუნიტი მეამბოხეების სწრაფი წინსვლის გამო.

XS
SM
MD
LG