Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და გერმანიის შეფასებით უკრაინაში შექმნილ ვითარებას „გაუარესების ტენდენცია“ აქვს


კრემლი აცხადებს, რომ ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო ძალისხმევის გააქტიურების მოწოდება გააკეთეს მას შემდეგ, რაც აღნიშნეს, რომ ვითარებას უკრაინაში „გაუარესების ტენდენცია“ აქვს. ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, 13 ივლისს პუტინმა და მერკელმა ხაზი გაუსვეს უკრაინის კრიზისის მოწესრიგებისათვის შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მიერ მუშაობის განახლების აუცილებლობას, თუნდაც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა ბრაზილიაში ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩის დაწყებამდე ხანმოკლე შეხვედრა გამართეს.

XS
SM
MD
LG