Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: რუსეთი უკრაინის სეპარატისტებს სარაკეტო დანადგარებს გადასცემს


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთს შეუძლია უკრაინის სეპარატისტებს მიაწოდოს სარაკეტო დანადგარები უკვე დღეს. პენტაგონის პრესმდივნის, სტივ უორენის თქმით, აშშ აქვს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ „რუსები აპირებენ მიაწოდონ (უკრაინის სეპარატისტებს) მძიმე და უფრო რთული სარაკეტო სისტემები უახლოეს მომავალში. უორენის თქმით, რუსეთს ეს იარაღი უკრაინის საზღვრის პირას უკვე მიიტანა და დასძინა, რომ მოსკოვს მათი გადაცემა შეუძლია ნებისმიერ დროს.

XS
SM
MD
LG