Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შეათანხმა სანქციების ახალ პაკეტი, რომელიც ეხება ყირიმსა და სევასტოპოლს


ევროპის კავშირმა შეათანხმა ზომები, რომლებიც მიმართულია ყირიმთან და ქალაქ სევასტოპოლთან ვაჭრობისა და ინვესტიციების შეზღუდვისკენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ორშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე. სანქციები ვრცელდება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებაზე, აგრეთვე, ინვესტიციებზე ყირიმის ნახევარკუნძულზე ნავთობმომპოვებელ მრეწველობაში. გარდა ამისა, ევროკავშირმა თავის წევრ ქვეყნებში შესვლა აუკრძალა და ანგარიშები გაუყინა კიდევ რვა მოხელესა და სამ კომპანიას, რომლებიც „მხარს უჭერენ რუსეთის იმ წარმომადგენლებს, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული ქმედებებისთვის“. სანქციების ახალ პაკეტს, როგორც ვარაუდობენ, ოთხშაბათს მიიღებენ და გამოაქვეყნებენ.

XS
SM
MD
LG