Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შახტიორსკში სეპარატისტთა რაზმი თავს დაესხა მედესანტეთა კოლონას


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ შახტიორსკში სეპარატისტთა რაზმი თავს დაესხა მედესანტეთა კოლონას, რეგიონში უკრაინის სპეცოპერაციის პრესცენტრის ცნობით, ზუსტდება დანაკარგის რიცხვი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ შახტიორსკში სეპარატისტთა მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაჭრილები შვეულმფრენებით გადაიყვანეს დნეპროპეტროვსკში. წუხელ უკრაინის სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს ლუგანსკის ოლქის სოფელ მაკაროვოსთან. გარდა ამისა, უკრაინის არმიის მოსამსახურეებს ნაღმსატყორცნებით ესროდნენ ლუგანსკის აეროპორტის ტერიტორიაზე. სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დმიტრი ტიმჩუკის ცნობით, სროლა რუსეთის მხრიდან ხორციელდებოდა. მოკლულებსა და დაჭრილებზე არაფერს იტყობინებიან.

XS
SM
MD
LG