Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებმა უკრაინის სანიტარული შვეულმფრენი ჩამოაგდეს


აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ენაკიევოს რაიონში ხუთშაბათს სეპარატისტებმა საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „ბუკით“ ჩამოაგდეს ავიაგამანადგურებელი მიგ-29. ამის შესახებ იტყობინება ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის წარმომადგენელი ვლადისლავ სელეზნიოვი. მისი სიტყვებით, მიმდინარეობს ეკიპაჟის წევრთა ძებნა, რომლებმაც კატაპულტირება შეძლეს. მოგვიანებით კი მეამბოხეებმა საზენიტო იარაღით ჩამოაგდეს მი-8 ტიპის სანიტარულ ვერტმფრენი. სამმა მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა სამივე დაჭრილია და უკრაინის ანტიტერორისტული ძალების კონტროლირებად სამკურნალო დაწესებულებებში იმყოფებიან. ბოლო თვეების განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში უკრაინის არმიამ რამდენიმე მფრინავი საშუალება დაკარგა. პრორუსულად განწყობილი მეამბოხეების კონტროლირებად ტერიტორიაზე გასულ თვეში მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა 7 აგვისტოს, სეპარატისტებს სურდათ ჩამოეგდოთ რუსეთის თვითმფრინავი, რაც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის საბაბს მისცემდა.

XS
SM
MD
LG