Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მეწყრების შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი


იაპონიაში მეწყრების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 27 ადამიანი. დაკარგულად ითვლება ცხრა კაცი. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწის მასებში ათობით შენობა მოექცა მას შემდეგ, რაც დასავლეთში მდებარე ჰიროშიმის რეგიონში ძლიერ წვიმებს მოჰყვა მთის კალთებიდან ქანების მოწყვეტა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. დაღუპულებს შორის არის მაშველი, რომელიც მეწყრის მეორე ტალღაში მოჰყვა მას შემდეგ, რაც ხუთი ადამიანი გადაარჩინა. ოფიციალური პირები იუწყებიან, სულ ცოტა, ხუთი მეწყრის შესახებ. მაშველების დასახმარებლად იაპონიის არმიის წევრებიც განათავსეს.

XS
SM
MD
LG