Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევილში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების წლისთავს აღნიშნავენ


დღეს საფრანგეთში ლევილში 1924 წლის აგვისტოს აჯანყების 90-ე წლისთავი აღინიშნება. როგორც საქართველოს სათვისტომოს წევრმა ოთარ პატარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენებლად გაიმართება პარაკლისი, რომელსაც საფრანგეთში საქართველოს ელჩი და საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები დაესწრებიან. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით 1924 წლის 30 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სახალხო აჯანყება, რომელიც ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ სისხლში ჩაახშეს წითელი არმიის ნაწილებმა. ჯანყების შემდეგ დაწყებულ მასობრივ რეპრესიებს სულ მცირე 12 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG