Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ საჭიროდ მიიჩნევს ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდას


რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საჭიროდ მიიჩნევს ყირიმში სამხედრო ძალების გაზრდას უკრაინაში ვითარების გამწვავებისა და რუსეთის საზღვრების მახლობლად უცხო სამხედრო ძალების ყოფნის გამო. შოიგუმ თავდაცვის სამინისტროში გამართულ სხდომაზე გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინაში ვითარება მკვეთრად არის გაუარესებული და რუსეთმა ყირიმის მიმართულებით უნდა განათავსოს ჯარების „სრულფასოვანი და თვითკმარი“ ნაწილი. რუსეთმა წელს მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია, რასაც უკანონოდ მიიჩნევენ უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ყირიმის ანექსია უკანონო მოქმედებად აღიარა გაეროს გენერალურმა ასამბლეამაც.

XS
SM
MD
LG