Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი იუწყება აღმოსავლეთ უკრაინაში ცალკეული შეტაკებების შესახებ


კიევი იუწყება აღმოსავლეთ უკრაინაში ცალკეული შეტაკებების შესახებ, უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ზავის მიუხედავად. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 24 სექტემბრის მონაცემებით, რვა ჯარისკაცი დაიჭრა განვლილი 24 საათის განმავლობაში. საბჭოს პრესმდივანი ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ მეამბოხეები ახდენდნენ მთავრობის ჯარების მხრიდან სროლის პროვოცირებას. დონეცკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ცნობების თანახმად, ჭურვებმა დააზიანი საცხოვრებელი სახლი. მეამბოხეების ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი. ამ ცნობას ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები. ზავი 5 სექტემბერს ამოქმედდა და, როგორც ჩანს, ძალაში რჩება ძალადობის ცალკეული ფაქტების მიუხედავად. ნატოს მონაცემებით, რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკრაინა დატოვა, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი რჩება საზღვართან.

XS
SM
MD
LG