Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტებზე ცრემლმდენი გაზით მიიტანა იერიში


ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზის რამდენიმე ჯერით მიიტანა იერიში ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც დემოკრატიზაციის მოწოდებით გამოსულ ათასობით დემონსტრანტს ჰქონდა ბლოკირებული. საპოლიციო მოქმედებას რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ლიდერის, ლიან ჩჟენინის მხრიდან მოსახლეობისადმი გამოთქმული მოწოდება, არ მიეღოთ მონაწილეობა „უკანონო“ საპროტესტო აქციებში. დემოკრატიზაციის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები სტუდენტებმა 26 სექტემბერს დაიწყეს. ისინი ითხოვდნენ ლიან ჩჟენინთან შეხვედრას საარჩევნო საკითხების განხილვის მიზნით. ლიან ჩჟენინმა განაცხადა, რომ მთავრობა მალე დაიწყებს კონსულტაციების ახალ რაუნდს საარჩევნო რეფორმის თაობაზე, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებია. დემონსტრანტები აპროტესტებენ პეკინის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას საარჩევნო რეფორმის შეზღუდვის თაობაზე. საქმე ეხება ქალაქის ლიდერის ასარჩევ პირველ არჩევნებს, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG