Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთს არ სურს სანქციების ომის გაგრძელება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს არ სურს დასავლეთთან სანქციების ომის გაგრძელება. 28 სექტემბერს რუსეთის მეხუთე არხისთვის მიცემულ ტელეინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, „ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ამჟამინდელი ვითარების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებაშიო.“ ლავროვმა დასძინა, არ ვფიქრობ, რომ სანქციების და კონტრ-სანქციების პერიოდი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა გარკვეული დრო დასჭირდებაო. დასავლეთმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაიწყო 2014 წლის მარტში, მოსკოვის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო. ამის პასუხად რუსეთმა შემოიღო ერთწლიანი აკრძალვა საკვების და ნედლი მასალების იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მოსკოვს დაუწესეს სანქციები.

XS
SM
MD
LG