Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს გამოესარჩლა


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, ქვეყნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკური ვითარება, ხელისუფლების შიგნით მზარდი დაპირისპირება და არა ის, თუ სად უნდა იცხოვროს გიორგი მარგველაშვილმა. „ეკონომიკურ გაუმჯობესებას გვპირდებოდნენ, მაგრამ ვხედავთ ყოველდღიურად რა ხდება. ამ დროს ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე მარგველაშვილი იმ სასახლიდან გამოაგდოს“ - განაცხადა ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას და დასძინა, რომ ერთადერთი ვისაც მეტ-ნაკლებად შეიძლება მიაწერო ქვეყნის მართვა ის ბიძინა ივანიშვილია, თუმცა ისიც ვერ მართვას ქვეყანას. "ეს ჩანს იმაში, რომ გუნდში ყოველდღიურად დაპირისპირებაა. ქვეყნის ეკონომიკა ყოველდღიურად უკან-უკან მიდის, არც ერთი პრობლემა მოგვარებული არ არის", - განაცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

XS
SM
MD
LG