Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუმა ჩაკრაბარტი: საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომლებსაც უკვე მიაღწია


საქართველოს წარმატება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმატებაცაა - განაცხადა თბილისში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ. მან აღნიშნა, რომ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობის შესანიშნავ გუნდს. სუმა ჩაკრაბარტის თქმით, საქართველომ ტრანსფორმაციის ხანგრძლივი გზა გაიარა, მაგრამ თავისი კულტურული მდგრადობა შეინარჩუნა. „თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომლებსაც უკვე მიაღწია“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.

XS
SM
MD
LG