Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პოროშენკომ „გამოწვევა“ უწოდა პუტინის ვიზიტს ანექსირებულ ყირიმში


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის გამოწვევა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლას ყირიმში. „ასეთი მოგზაურობა მოასწავებს შემდგომ მილიტარიზებას ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულზე და მის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას იწვევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 17 აგვისტოს ჩავიდა ანექსირებულ ყირიმში, სადაც მისი მონაწილეობით სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. რუსეთმა 2014 წლის მარტში განახორციელა უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძული ანექსია. ყირიმში მყოფმა რუსეთის ლიდერმა უკრაინელი ხალხისათვის „დამამცირებელი უწოდა ქვეყნის გარედან მართვას“, რაშიც პუტინმა უკრაინის ხელისუფლების წამყვან პოსტებზე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დანიშვნა იგულისხმა.

XS
SM
MD
LG