Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „კონფრონტაციულს“ უწოდებს ნატოს ცენტრებს


რუსეთი მოსკოვთან „ხელოვნური კონფრონტაციის“ მცდელობად მიიჩნევს, ნატოს ექვსი ახალი სამხედრო ცენტრის შექმნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამის თაობაზე რუსეთის ელჩმა ნატოში ალექსანდრ გრუშკომ ბრიუსელში მას შემდეგ განაცხადა, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში ახალი სამეთაურო ცენტრი გახსნა. მანამდე ნატოს ანალოგიური ცენტრი ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში გაიხსნა.

XS
SM
MD
LG