Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო


საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბაჩანა ახალაიამ შიმშილობა დაიწყო. Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში ახალაია პროტესტის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ კვლავ გადაიდო სასამართლო პროცესი, რომელსაც წელიწადზე მეტია ელოდება. „ეს შეიძლება არ ჩათვლილიყო საგანგაშოდ, რომ არა ძლიერი ზეწოლა მოწმეებზე, რასაც უკვე თან ახლავს ზეწოლის სრულიად ამორალური და ბინძური ფორმები” - ნათქვამია ბაჩანა ახალაიას განცხადებაში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლო სხდომის კონკრეტული თარიღის დასახელებას მოითხოვს. ბაჩანა ახალაია სასამართლომ შარშან ცნო დამნაშავედ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და სანდრო გირგვლიანის სიკვდილის საქმეებზე, რომელთა გამოც 7 წლით და 6 თვით საპატიმრო სასჯელს იხდის. ამასთან, წელს თებერვალში პროკურატურამ ბაჩანა ახალაია ბრალდებულად ცნო კიდევ ერთი, ე.წ. ჯაშუშების საქმის მონაწილეთა წამებაში.

XS
SM
MD
LG