Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP-ის) მშენებლობას


საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიში საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP-ის) მშენებლობას. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მილსადენის პროექტში ჩართული სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე 17 მაისს პირველი მილსადენი ჩაიდო. ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) სიგრძე 800-მდე კმ იქნება. ის მოახდენს კასპიის ზღვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას იტალიაში - აზერბაიჯანიდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. იუწყებიან აგრეთვე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში ვიზიტის დროს შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს. ქალაქ თესალონიკიში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

XS
SM
MD
LG