Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტზე მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო შენაერთების განთავსებას


ვარშავაში ნატოს სამიტზე მხარი დაუჭირეს აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო შენაერთების განთავსებას, რაც პირდაპირი რეაქციაა რუსეთის რევანშისტულ პოლიტიკაზე და ალიანსის ყველაზე მკვეთრი ზომა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ვარშავაში 8 ივლისს დაიწყო ორდღიანი სამიტი, რომლის მონაწილეებს შორის არის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. მისი აზრით, სამიტი შესაძლოა იყოს "ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალიანსისათვის ბოლო 25ი წლის განმავლობაში". რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გარდა, ალიანსის წინაშე მწვავე პრობლემებია ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს", კიბერიერიშებისა და მასობრივი მიგრაციის სახით. ვითარებას ამწვავებს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერაც. 28-წევრიანი ნატოს ქვეყნებმა დღეს ოფიციალურად დაუჭირეს მხარი ათასკაციანი მრავალეროვანი სამხედრო შენაერთების განთავსებას პოლონეთში და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ამ, ახალი ბატალიონების განთავსებას უწოდა "სათანადო ზომები რუსეთის შესაკავებლად".

XS
SM
MD
LG