Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2026 წლიდან ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატებში 48 ეროვნული ნაკრები იასპარეზებს


საერთაშორისო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, ფიფას გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებში მონაწილე ეროვნულ ნაკრებთა რიცხვი 32-დან 48-მდე გაიზრდება. მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე საუბრობდა ფიფას ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო. კრიტიკოსები შიშობენ, რომ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს ჩემპიონატის დონის დაცემას და მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებას უფრო რთულად სამართავს გახდის.

XS
SM
MD
LG