Accessibility links

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: ადამიანის უფლებებს მზარდ საფრთხეს უქმნიან ავტოკრატი ლიდერები და პოპულისტური პარტიები


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაიტს უოჩის" შეფასებით, მსოფლიოში ადამიანის უფლებებს მზარდ საფრთხეს უქმნიან ავტოკრატი ლიდერები ქვეყნებში, როგორც არიან რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი და პოპულისტური პარტიების გაძლიერება დასავლეთში. ეს შეფასება გამოთქმულია ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ როგორც აღნიშნავს, განვლილი 12 თვის განმავლობაში ბევრმა ავტოკრატმა ლიდერმა კიდევ უფრო დაასუსტა კანონის უზენაესობის პრინციპი საპროტესტო გამოსვლების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი წესების გამკაცრებით. ამავე დროს, ორგანიზაცია სახიფათოდ მიიჩნევს 2016 წელს დასავლეთში პოპულისტური პარტიების აღზევებას, რადგან მათი ლიდერები „ადამიანის უფლებებს განიხილავენ ხელისშემშლელად უმრავლესობის ნების შესახებ თავიანთი კონცეფციისათვის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG