Accessibility links

„აზოტთან“ საპროტესტო აქციას განაგრძობენ სამსახურიდან დათხოვნილი მუშები


რუსთავში, საწარმო „აზოტთან“ საპროტესტო აქციას განაგრძობენ სამსახურიდან დათხოვნილი მუშები. მათ დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობის "აუდიტორია 115"-ის, ორგანიზაციის, "თავისუფალი ზონის" და "რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა. სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ „აზოტის“ ხელმძღვანელები საწარმოში დარჩენილ მუშებს დაპირდნენ ხელფასს და სამსახურიდან დათხოვნილთა დაბრუნებას, რაც დოლაბერიძის თქმით, სიცრუეა. „ისინი არავის დაბრუნებას არაპირებენ, პირიქით, კიდევ 350 მუშის გაშვებას გეგმავენ“ - განაცხადა დოლაბერიძემ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საწარმოში დარჩენილ მუშებს სოლიდარობისკენ, ხელისუფლებას კი პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდეს. „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან 26 იანვარს დაითხოვა საწარმოს 350 მუშა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG