Accessibility links

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოლიტიკური აქტივისტისათვის მისჯილი პატიმრობა


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოლიტიკური აქტივისტის, ილდარ დადინისთვის გამოტანილი განაჩენი, 2,5 წლით პატიმრობა, და მიიღო გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. დადინი არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის იქნა გასამართლებული. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და დადინის საქმე დღეს დახურულად გამოცხადდა. უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკური პატიმრად მიიჩნევდნენ დადინს. 10 თებერვალს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა სადავო კანონი, რომლის საფუძველზეც ის გაასამართლეს. ამ კანონით, სისხლის სამართლის დევნა იწყება პირის მიმართ, თუ ის 180-დღიან პერიოდში მონაწილეობას მიიღებს ერთზე მეტ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში. მაგრამ ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია დადინის საქმის გადასინჯვა არგუმენტით, რომ კანონის ამოქმედება დამოკიდებული უნდა იყოს ბრალდებულის მოქმედებით საზოგადოებისათვის შექმნილი საფრთხის "რეალურ მასშტაბზე". დადინს 2015 წლის დეკემბერში მიუსაჯეს პატიმრობა. მას, როგორც დღეს თქვეს ადვოკატებმა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მოითხოვს თუ არა მთავრობისაგან კომპენსაციას ციხეში გატარებული წელიწადზე მეტი ხნისთვის.

XS
SM
MD
LG