Accessibility links

ბათუმში მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

11 მარტს ბათუმში, პოლიციის მიერ ორი პირის დაკავებამ საპროტესტო აქცია გამოიწვია, რომლის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები საპატრულო პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც ისინი მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმა, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. მათი დაკავებიდან მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის გადადგომისკენ. აგრესიული ადამიანების ბრბომ პოლიციის რამდენიმე მანქანა დაწვა და ქვები დაუშინა პოლიციის შენობას. 12 მარტის გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლისა და ბათუმის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენის შემდეგ, ბათუმში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში მოათავსეს ოცდაათზე მეტი პირი. დაშავებულთა ნახევარი პოლიციელია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG