Accessibility links

პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს


პროკურატურა სამშენებლო კომპანიის, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს კვლავ სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას იმ პირობით, თუ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურებენ მიყენებულ ზიანს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ. მისი ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზეც არაერთხელ შესთავაზეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ ექვსი ათასივე დაზარალებულს აუნაზღაურდებოდა ზიანი და დასრულდებოდა დაწყებული ობიექტების მშენებლობა, თუმცა ბრალდებულებმა შეთავაზებით არ ისარგებლეს. „პირობა რჩება ძალაში და თუ დათანხმდებიან, მზად ვართ საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთ სააპელაციო სასამართლოში” - განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

XS
SM
MD
LG