Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა 8 აგვისტოს უწოდა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 8 აგვისტოს უწოდა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღე. „მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა თავისი სამშობლოსათვის“ - განაცხადა მუხათგვერდის სასაფლაოს გმირთა მემორიალთან გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ომი ყველას ტრაგედია იყო, ამიტომ მშვიდობას და შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია. „რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვაშენებთ ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ და ნამდვილად ევროპულ საქართველოს იმისათვის, რომ ის იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG