Accessibility links

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს ამ კვირაში შეკრებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ


საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას. ამის შესახებ 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტმა 2017 წელს, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, საკონსტიტუციო რეფორმა და ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი. თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის და ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს მიმდინარე კვირაში შეკრებას. საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც აბსოლუტური უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ივნისში მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. მესამე მოსმენით მისი დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ გაუქმება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებისათვის გადადო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG