Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" ბაქოს მოუწოდებს აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ


მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 29 მაისს თბილისში მოიტაცეს და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება. ორგანიზაცია გმობს ბაქოს მიერ „მუხთარლივით დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას“. ინფორმაციით, რომელსაც „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ავრცელებს, მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია დიაბეტისა და ჰიპერტონიის მიუხედავად, თუმცა, ჟურნალისტის მეუღლისა და ადვოკატების განცხადებით, დაკავების შემდეგ მას 21 კილოგრამი აქვს დაკლებული და ზოგჯერ უარს იღებს სამედიცინო დახმარებასა და ოჯახის წევრებს მიერ მონახულებაზე. ცოტა ხნის წინ ბაქოს სასამართლომ 21 ოქტომბრამდე გააგრძელა ჟურნალისტის წინასწარი პატიმრობის ვადა. მუხთარლის დაკავება სირცხვილია როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოსთვისო, ამბობს ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი, ჯოან ბირი. ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ნათელი მოჰფინოს მუხთარლის მოტაცებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. აფგან მუხთარლი ხშირად წერდა აზერბაიჯანის მმართველ წრეებში გავრცელებულ კორუფციაზე.

XS
SM
MD
LG