Accessibility links

რუსეთში დააკავეს ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბრაილოვი


მოსკოვიდან იუწყებიან, რომ დააკავეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრი, შეძლებული ჩეჩენი ბიზნესმენი უმარ ჯაბრაილოვი. რუსეთის მედიის ცნობით, ჯაბრაილოვმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ როგორც იუწყება, სასტუმროში სროლის შემდეგ ჯაბრაილოვის წინააღმდეგ აღიძრა საქმე „ხულიგნობის“ მუხლით. ჯერ არ არის ცნობილი, ის ჯერ კიდევ დაკავებულია, თუ არა. უმარ ჯაბრაილოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოში ჩეჩნეთის წარმომადგენელი იყო 2004-2009 წლებში, შედიოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში. ჯაბრაილოვი დაკავებულია სამშენებლო და სასტუმროს ბიზნესით. მედია მასზე ბევრს იუწყებოდა 1996 წელს, მოსკოვის სასტუმრო „სლავიანსკაიას“ მფლობელობაზე ამერიკელ ბიზნესმენთან, პოლ ტეიტუმთან დავის გამო. ტეიტუმი 1996 წლის ნოემბერში მოკლეს - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც ჯაბრაილოვი დაადანაშაულა მკვლელობის დაგეგმვაში. 2000 წელს ჯაბრაილოვი მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც პირველად გაიმარჯვა ვლადიმირ პუტინმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG