Accessibility links

გაერო ბირმას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს ძალადობას როჰინჯების უმცირესობის მიმართ


2017 წლის 12 სექტემბერი: ბირმიდან გაქცეული როჰინჯები სატვირთო მანქანით მიეშურებიან ბანგლადეშში ლტოლვილთა ბანაკისაკენ

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ბურმის ხელისუფლებას მოუწოდა, ბოლო მოუღოს მუსლიმი როჰინჯების უმცირესობის მიმართ ძალადობას. როგორც გუტერეშმა 13 სექტემბერს განაცხადა, როჰინჯები „კატასტროფულ“ ჰუმანიტარულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მანვე მიანიშნა, რომ ეთანხმება შეფასებას, რომლის თანახმადაც, ბირმის უშიშროების ძალები ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ რახინეს შტატში როჰინჯების მიმართ. ბირმასა და მის ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ან სან სუ კის უცხოეთში სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ როჰინჯების მიმართ პოლიტიკის გამო. ამ უმცირესობის წარმომადგენელი უკვე 380 ათასამდე ადამიანი გაიქცა მეზობელ ბანგლადეშში მას შემდეგ, რაც ბირმაში, უმეტესწილად ბუდისტებით დასახლებულ რახინეს შტატში, გასულ თვეში იფეთქა ძალადობამ მუსლიმების წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, ლტოლვილების ნაკადის გამო ბანგლადეშში ჰუმანიტარული კრიზისია. ბირმის მთავრობა აცხადებს, რომ რეაგირებს ექსტრემისტი როჰინჯების თავდასხმებზე და არ ძალადობს სამოქალაქო პირებზე. გაეროს უშიშროების საბჭო 13 სექტემბერს იმსჯელებს როჰინჯებთან დაკავშირებულ კრიზისზე.

XS
SM
MD
LG