Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პრემიერი დემოკრატიის „დაცინვად“ მიიჩნევს კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ „დემოკრატიის არსის დაცინვა“ უწოდა კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმს და შეაქო პოლიცია რეფერენდუმში მონაწილეების წინააღმდეგ ზომების მიღებისათვის. კატალონიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაშავდა 761 ადამიანი. როგორც იუწყებიან, პოლიციელები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ზოგ საარჩევნო უბანში და რეზინის ტყვიები გამოიყენეს ბარსელონის ცენტრში. კატალონიის მთავრობა მადრიდს „სისასტიკეში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უშუალოდ ევროკავშირს მიმართავს ვითარებაში ჩარევის თხოვნით.

ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ გადადგომისაკენ მოუწოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაშავდა 12 პოლიციელი და დაკავებულ იქნა სამი ადამიანი. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს, მაგრამ კატალონიის მთავრობამ მაინც მოამზადა საარჩევნო ბიულეტენები, საარჩევნო უბნები და მიმართა სხვა ზომებსაც კენჭისყრის ჩასატარებლად. კატალონიაში 5,3 მილიონამდე ამომრჩეველია.

XS
SM
MD
LG