Accessibility links

თბილისის მერიასთან დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის სამი მონაწილე


თბილისის მერიასთან გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია, რომელზეც, ცნობების თანახმად სამი ადამიანი დააკავეს. მათ დაკავებაზე იუწყება საინფორმაციო სააგენტრო "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თბილისის მერიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას და აპროტესტებენ სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას, რაზეც 29 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 2 ოქტომბრის აქციის მიზნად დაასახელა ის, რომ მერიას არ მიეცეს საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა ნაწილობრივ გადაკეტეს შარტავას ქუჩა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG